spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სტოლტენბერგი – უნდა მოვემზადოთ გრძელი გზისთვის, ომები ყოველთვის არაპროგნოზირებადია

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ აუცილებელია უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის მომზადება და თავდაცვის ძალების მხარდაჭერა.

 

მისი თქმით, ომები ყოველთვის არაპროგნოზირებადია.

 

“ჩვენ უნდა მოვემზადოთ გრძელი გზისთვის. ომები ბუნებით არაპროგნოზირებადია. რაც ჩვენ ვიცით არის ის, რომ ის, რაც ხდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, განუყოფლად არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასთან”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მისივე თქმით, მხოლოდ მდგრადი და რეგულარული მხარდაჭერით დარჩება უკრაინა სუვერენულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ.

 

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, უკრაინის ჯარმა შეძლო წარმატების მიღწევა და მეტი ტერიტორიის გათავისუფლება.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები