spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალივანი – კონგრესში უკრაინის ახალი ფართომასშტაბიანი დახმარების პაკეტის დამტკიცების გარეშე, აშშ-ის შესაძლებლობები ყოველ კვირას მცირდება

კონგრესში უკრაინის ახალი ფართომასშტაბიანი დახმარების პაკეტის დამტკიცების გარეშე, აშშ-ის შესაძლებლობები ყოველ კვირას მცირდება, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

 

“ეს უკვე გავლენას ახდენს ჩვენს უნარზე, მივცეთ უკრაინას ყველაფერი, რაც სჭირდება. ეს ეფექტი დროთა განმავლობაში მხოლოდ გაიზრდება”, – აღნიშნა სალივანმა.

 

სალივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ს კონგრესმა უნდა მიიღოს პრეზიდენტის მოთხოვნა, რომელიც მოიცავს უკრაინისა და ისრაელის დახმარებას, რაც შეიძლება მალე, რადგან ეს პირდაპირ აისახება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე.

 

მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ გაგზავნა მოთხოვნა ისრაელის, უკრაინის, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის დაფინანსებაზე, ასევე საზღვრის გაძლიერებაზე.

 

“ჩვენ დეტალურად აღვწერეთ ყველაფერი, რაც გვჭირდება, მათ შორის უკრაინისთვის. ჩვენ გვჭირდება ეს რაც შეიძლება მალე”, – განაცხადა სალივანმა.

 

მისივე თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს რესპუბლიკელებთან და დემოკრატებთან აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში, რათა უზრუნველყოს ამ ინიციატივის მხარდაჭერა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები