spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საგარეო უწყება – ინფორმირებული ვართ უკრაინაში მებრძოლი ორი მოქალაქის რუსეთის მიერ ტყვედ აყვანაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმირებულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის გ.გ. და გ.შ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებებისას ტყვედ აყვანის შესახებ,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

 

“ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას და შვეიცარიის  კონფედერაციას, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას  შორის მედიატორს, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად”, – აცხადებენ სამინისტროში.

 

14 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ რუსებმა უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველი ტყვედ აიყვანეს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები