რუსეთი ირანთან ერთად დგას ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების დაწყების უკან, თუმცა რუსეთის ფედერაციას სურს ომების გაჩაღება მსოფლიოს სხვა რეგიონებში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ეს აფეთქება ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მის უკან რუსეთი, მის მოკავშირე ირანთან ერთად დგას. ეს არ არის მხოლოდ ერთი გამოწვევა. ახლა მხოლოდ ერთი ასეთი ცხელი კონფლიქტია ახლო აღმოსავლეთის საინფორმაციო სივრცეში, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ ბალკანეთს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინას აქვს ინფორმაცია, რუსეთს კი გრძელი გეგმა – ახლო აღმოსავლეთში, ბალკანეთი მეორე იქნება, თუ მსოფლიო ახლა არაფერს გააკეთებს, ისევ ასეთი აფეთქება იქნება.
“ისინი დაინტერესებული არიან დახმარების გადამისამართებით (უკრაინაში). შემდეგი არის მოლდოვა. დამიჯერეთ, იქაც იმავეს აკეთებენ. ახლა იწყებენ მოლდოვაში, რომ არჩევნებში რაღაც არასწორია. რისთვის? არჩევნების არაკონსტიტუციურად აღიარება პროევროპული ხელისუფლების დასანგრევად. სწორედ ამას აკეთებს რუსეთი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთმა ბევრი ასეთი ნაბიჯი გადადგა და პარალელურად აკეთებს. მან ასევე მოიყვანა “ვაგნერის” აფრიკაში ყოფნის მაგალითი.