spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – რუსეთს შავი ზღვის პლაცდარმად გამოყენება აღარ შეუძლია

რუსეთს აღარ შეუძლია შავი ზღვის გამოყენება პლაცდარმად მსოფლიოს სხვა რეგიონების დესტაბილიზაციისთვის. ამას ხელი შეუწყო უკრაინის მიერ მსოფლიოში პირველი საზღვაო დრონების ფლოტის შექმნამ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, უკრაინამ შეძლო ეჩვენებინა, თუ როგორ შეუძლია შავი ზღვის რეგიონის ხალხებს შორის თანამშრომლობა აღადგინოს სტაბილურობა სურსათის მსოფლიო ბაზარზე. კერძოდ, საუბარია შავი ზღვის დასავლეთ ნაწილის დაცვაზე, რამაც საშუალება მისცა უკრაინას გაეხსნა საზღვაო საექსპორტო დერეფნები, მიუხედავად რუსეთის ბლოკადისა.

 

“ჩვენ შევძელით შავ ზღვაში რუსეთისთვის ინიციატივის წართმევა და ისეთი უსაფრთხოების პირობები შევქმენით, რაც აიძულებს აგრესორს გაიქცეს წყლების აღმოსავლეთი ნაწილიდან და შეეცადოს სამხედრო ხომალდების დამალვა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

უკრაინა პირველი იყო მსოფლიოში, რომელმაც შექმნა საზღვაო დრონების ფლოტი შავ ზღვაში რუსეთთან დასაპირისპირებლად.

 

“ჩვენი ქმედებების ერთ-ერთი მთავარი შედეგია, რომ რუსეთს არ შეუძლია გამოიყენოს შავი ზღვა, როგორც პლაცდარმი მსოფლიოს სხვა რეგიონების დესტაბილიზაციისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ და შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდა.

 

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა მოიცავს 13 ქვეყანას – აზერბაიჯანს, ალბანეთს, ბულგარეთს, სომხეთს, საბერძნეთს, საქართველოს, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიას, რუსეთის ფედერაციას, რუმინეთს, სერბეთს, თურქეთს და უკრაინას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები