spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა

წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და ხეები მოგლიჯა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძებიც.

 

სტიქიის სედეგად კერძო სახლები და საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაზიანდა ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო ჯვარში დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.

 

წალენჯიხის მერის წარმომადგენლების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სალიკვიდაციო სამუშაოები  დილიდან ხორციელდება.

 

ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები