spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მედიის ინფორმაციით, “ჰამასი” 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ სავარაუდოდ, 50 მძევალს გაათავისუფლებს

BBC-ის ინფორმაციით, ისრაელსა და ჰამასს შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ სავარაუდოდ, შეთანხმება შედგება.

 

როგორც BBC-ის ანონიმური წყაროები აცხადებენ, 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ “ჰამასი“ 50 მძევალს, ძირითადად, ბავშვებსა და ქალებს გაათავისუფლებს.

 

მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სამხედრო კაბინეტთან მართვას შეხვედრას, რის შემდეგაც შეხვდება უშიშროების საბჭოსა და სამთავრობო კაბინეტს.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელი და “ჰამასი” ისრაელელი მძევლების გათავისუფლების თაობაზე შეთანხმების მიღწევასთან “ძალზე ახლოს” არიან.

 

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ “ჰამასს” 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები