spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სოფო ჯაფარიძე – იმას, რასაც უნდა აკეთებდეს ხელისუფლება, აკეთებს ქართველი ხალხი და ტყვეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი თავის გუნდთან ერთად

თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული სახელმწიფოსთვის. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ძალისხმევით ვაკეთებთ იმას, რასაც რეალურად უნდა აკეთებდეს “ქართული ოცნება“, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

 

“ევროპარლამენტი გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას, ასევე ეხმაურება საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებას. თამაზ გინტურის მკვლელობა შეფასდა როგორც კიდევ ერთი პროვოკაცია, რომელიც მიმართულია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ.

 

ასევე საუბარია იმაზე, რომ ოკუპანტმა სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გაიყვანოს თავისი სამხედროები ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

 

დღევანდელი რეზოლუცია არის კიდევ ერთხელ თამაზ გინტურის გამარჯვება. ბრძოლა გრძელდება და ნათელია, რომ იმას, რასაც უნდა აკეთებდეს საქართველოს ხელისუფლება, აკეთებს ქართველი ხალხი და ტყვეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი თავის გუნდთან ერთად.

 

მესამე პრეზიდენტის დაპირება შესრულებულია, ასევე გპირდებით, რომ ადრე თუ გვიან დაისჯებიან დამნაშავეები და კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს!” – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

 

ბრიფინგს ესწრებოდა მოკლული თამაზ გინტურის ძმა, რომელმაც კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ევროპარლამენტარებს და საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

 

“მივესალმები მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელმაც ციხიდან გამოგზავნა სამძიმრის წერილი ჩემი ძმის ოჯახში. დიდი მადლობა ბატონო მიშა, გილოცავთ დღევანდელ დღეს, გიორგობას. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ანა ფოტიგას მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა თამაზ გინტურის ძმამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები