“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დღეს ქობულეთის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.
“ისე როგორც ყოველთვის, დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე აბსოლუტურად, ყოველგვარი კომპეტენციის დაცვით, ჩვენი ფრაქციის წევრები, სვამდნენ ლეგიტიმურ კითხვებს კორუფციასთან, ქრთამთან და მდინარე კინტრიშის განადგურებასთან დაკავშირებით, რასაც „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრებმა უპასუხეს ფიზიკური აგრესიით, თუმცა ამ შემთხვევაშიც მოწოდების სიმაღლეზე დარჩნენ ჩვენი წევრები და მაშინ, როცა „რუსულ ოცნებას“ პასუხი არ აქვს შეკითხვებზე, პასუხი არ აქვს კორუფციულ გარიგებებზე, ქრთამზე და ა.შ. ყოველთვის ირჩევენ ფიზიკური დაპირისპირების გზას.
მადლობას ვუხდი „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებს.
ვერ დაგვჩაგრავენ, თითოეული ჩვენი საკრებულოს წევრის გვერდით ვდგავართ და ვართ იმწამსვე იქ, როგორც კი ამის საჭიროება იქნება”, – წერს ხაბეიშვილი.
ქობულეთის საკრებულოში “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო.
ხმაური სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” კითხვებს მოჰყვა. დეპუტატებს შენიშვნები ჰქონდათ მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით. ისინი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე დაუსრულებელ პროექტებზე საუბრობდნენ და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებდნენ.