კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ თულარში მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლით დაიწყო.