უკრაინის თავდაცვის მინისტრის რუსტემ უმეროვის განცხადებით, შეიარაღებული ძალების მეთაურის ვალერი ზალუჟნის შეცვლა დაგეგმილი არ არის.
“სამხედრო კომპონენტში ყოველთვის არის ცვლილებები – ანუ როტაციები, ზოგჯერ რეგენერაცია, ვიღაც გადადის რეზერვებში. ეს ტრიალებს როგორც გარეთ, ისე შიგნით, მაგრამ ეს საკითხი არ დგას. ჩვენ დღეს ვიყავით მეთაურთან ერთად, მივესალმეთ სახმელეთო ძალების მეთაურს”, – განაცხადა უმეროვმა.
მისივე თქმით, თუ ასეთი საკითხი დადგება, ის საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის.