spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჯუანშერ ბურჭულაძე – სამხედრო განათლების კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობა თავდაცვის ძალებს დიდ გამოცდილებას სძენს

სამხედრო განათლების კუთხით  საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის ძალებს დიდ გამოცდილებას სძენს და ნატოსთან თავსებად ძალად აყალიბებს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

 

“თავდაცვის უწყებისთვის 2023 წელი რეკორდული იყო – ვუმასპინძლეთ 27 სხვადასხვა ღონისძიებას, სწავლებას და, ასევე, საზღვარგარეთ 40 სხვადასხვა სწავლებაში მივიღეთ მონაწილეობა. მათ შორის იყო ისეთი სწავლებები, სადაც ევროპის ქვეყნების, ნატოს წევრი და არაწევრი სახელმწიფოებიდან, 3 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა“, – განაცხადა ბურჭულაძემ “იმედის” ეთერში.

 

მისი განმარტებით, სამხედრო განათლების კუთხით  საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის ძალებს დიდ გამოცდილებას სძენს და ნატოსთან თავსებად ძალად აყალიბებს.

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტებზე.  მისი განცხადებით, ალიანსის წარმომადგენელთა მრავალრიცხოვანი დელეგაციის ჩვენს ქვეყანაში სტუმრობა მიუთითებს საქართველოს თავდაცვის ძალების პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალებთან თავსებადობაზე.

 

“ნატოს ქვეყნებშიც კი, უმრავლესობაში, კომიტეტი, თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, სრული შემადგენლობით არ არის ნამყოფი. რა თქმა უნდა, ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორი თავსებადი ვართ მათთან“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები