spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – გენერალურმა შტაბმა დამატებით 450-500 ათასი ადამიანის მობილიზება ითხოვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დამატებით 450-500 ათასი ადამიანის მობილიზება მოითხოვა. ეს საკითხი დაისვა უმაღლესი მთავარსარდლის შტაბში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

“უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ და გენერალურმა შტაბმა შტაბის დონეზე მობილიზაციის თხოვნით მიმართეს. საკითხი სენსიტიურია. მიმართეს ჩვენი თავდაცვის შესახებ, სახელმწიფო და პოტენციური კონტრშეტევითი ქმედებების, დეფიციტის შესახებ და შესთავაზეს დამატებით 450-500 ათასი ადამიანის მობილიზება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, ეს სერიოზული ციფრია და ასეთი ნაბიჯი მეტ არგუმენტს მოითხოვს, რადგან ეს არის ხალხის, სამართლიანობის, თავდაცვისუნარიანობის და ფინანსების საკითხი.

 

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უნდა იყოს ყოვლისმომცველი გეგმა, რა ბედი ეწევა ხალხის მილიონობით არმიას და იმ ბიჭებს, რომლებიც უკვე ორი წელია, იცავენ სახელმწიფოს და ეს გეგმა უნდა შეიცავდეს კანონს, რომელსაც სამხედროებთან ერთად ამუშავებს უმაღლესი რადა.

 

“რაც შეეხება ფულს. ამ ფორმატში მობილიზება უკრაინას დამატებით 500 მილიარდი გრივნა დაუჯდება. ამიტომ, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, როგორც ადამიანი, რომელიც დიდ დროს უთმობს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის მოძიებას, მსურს გაგება პრემიერ-მინისტრისგან და ფინანსთა მინისტრისგან – საიდან მოდის ფული?“ – განაცხადა ზელენსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები