ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, პრაღაში სროლის შედეგად 15 ადამიანია დაღუპული, 24 კი დაჭრილი.
ჩეხეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი ეძებდნენ სტუდენტს, რომელსაც პრაღაში სროლამდე თვითმკვლელობა სურდა.
როგორც გამოცემა SZ წერს, პოლიციამ 12:20 საათზე მიიღო ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ სოფლიდან 24 წლის მამაკაცი პრაღაში აპირებდა გამგზავრებას და აცხადებდა, რომ თვითმკვლელობა სურდა. მალევე, 12:45 საათზე ამავე სოფელში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ეს იყო ეჭვმიტანილის მამა.
გამოცემა Novinky-ის ინფორმაციით, უნივერსიტეტში ცეცხლი 25 წლის სტუდენტმა დევიდ კოზაკმა გახსნა, მოგვიანებით კი თავი მოიკლა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი იყო და ის ლექციაზე 14:00 საათზე უნდა ყოფილიყო. პოლიცია მაშინვე მივიდა და შენობიდან ევაკუაცია მოახდინა. 14:59 საათზე, სხვა შენობაში სროლის შესახებ პირველი ინფორმაცია მიიღეს, ადგილზე პირველი პატრული რამდენიმე წუთში მივიდა. 15:20 საათზე გადასცეს ინფორმაცია, რომ შენობაში თავდამსხმელის უსიცოცხლო ცხედარი იყო.
ჩეხური მედიის ცნობით, თავდამსხმელი, რომელმაც პრაღაში 15 ადამიანი მოკლა და რამდენიმე ათეული დაჭრა, დევიდ კოზაკია.
ინტერნეტში რუსულენოვანი Telegram-ის არხი აღმოაჩინეს, რომელშიც ავტორი სროლისთვის ემზადება. მესინჯერს აქვს David Kozák არხი, შექმნილი 9 დეკემბერს, რომელიც იმართებოდა რუსულ ენაზე.
ავტორი აცხადებს, რომ “სკოლაში სროლაზე მიდის“ და “შთაგონებულია“ მსროლელებით, რომლებმაც ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს სკოლებში.