spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა.

 

“გამოვხატავ ჩემს დიდ მწუხარებას და გაბრაზებას ახალგაზრდა ადამიანების სიცოცხლის სრულიად უმიზეზო დანაკარგის გამო. ასევე მსურს გულწრფელი თანაგრძნობა გამოვუცხადო დაღუპულთა ყველა ახლობელს. ეს ჩეხეთის რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული ინციდენტი იყო.

 

ჩვენ უნდა ვიპოვოთ გონივრული გამოსავალი ამ სიტუაციაში, როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაციები მომავალში, თუ ეს შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა პაველმა.

 

შეიარაღებულმა მამაკაცმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში ცეცხლი გუშინ გახსნა. ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, სროლის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა, მათგან ათი მძიმე მდგომარეობაშია.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები