spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პატრიარქი – დიდად ვწუხვართ 21 დეკემბერს მომხდარი შემზარავი თავდასხმის გამო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკიის მთავარეპისკოპოსს რასტისლავს სამძიმრის წერილს უგზავნის.

 

“დიდად ვწუხვართ 21 დეკემბერს მომხდარი შემზარავი თავდასხმის გამო. გთხოვთ, გადასცეთ ჩვენი თანაგრძნობა დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს, მთელ ჩეხ ხალხს. ვლოცულობთ დაშავებულთა გამოჯანმრთელებისთვის და შევთხოვთ უფალს, მომადლოს მსოფლიოს მშვიდობა“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

 

შეიარაღებულმა ახალგაზრდამ პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში ცეცხლი გუშინ გახსნა. ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, სროლის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები