spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ბოროტება დამარცხდება” – ზელენსკიმ, ზალუჟნიმ და შმიგალმა უკრაინელებს შობა მიულოცეს

დღეს, 24 დეკემბერს, უკრაინა შობის ღამეს აღნიშნავს. ეს უკვე მეორე შობაა, რომელსაც უკრაინელები რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის პირობებში აღნიშნავენ.

 

უკრაინელებს შობა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ მიულოცეს.

 

ზელენსკიმ თავის ვიდეო მილოცვაში მოუწოდა ყველას, ილოცონ ომის დასრულებისა და გამარჯვებისთვის და ასევე აღნიშნა, როგორ შეიცვალა უკრაინელების საჩუქრები, ღირებულებები და ტრადიციები.

 

“მნიშვნელოვანი დღეს არის არა ის, როგორ ვრთავთ ჩვენს სახლებს, არამედ ის, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი სახლები და მოვაშოროთ ნაგავი მათგან – გავყაროთ მტერი სახლიდან. როგორ გვიხარია, როცა საღამოს ცაზე პირველ ვარსკვლავს ვამჩნევთ და არ ვხედავთ მტრის რაკეტებს და ‘”შაჰიდებს”.

 

შობამდე წელიწადის ყველაზე გრძელი ღამეებია, მაგრამ ხვალ დღე იწყებს ზრდას, სინათლე იწყებს გამარჯვებას. სინათლე ძლიერდება. და ნაბიჯ-ნაბიჯ, დღითი დღე, სიბნელე კარგავს ძალას. და საბოლოოდ სიბნელე წააგებს. ბოროტება წააგებს. დღე – ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, ჩვენი საერთო ოცნება და ზუსტად ეს არის ჩვენი საერთო ლოცვის მიზანი ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი გამარჯვებისთვის, ჩვენი უკრაინისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა უკრაინის სამხედრო მოსამსახურეებს შობა მიულოცა და მოუწოდა უკრაინელებს, პატივი სცენ მათ ღვაწლს.

 

“გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ყველა ჯარისკაცს, მეზღვაურს, სერჟანტს და ოფიცერს, ყველა მეომარს, ვინც იბრძვის იარაღით ხელში, რათა სამყარო სიბნელემ არ შთანთქას. მოდით, ამ დღეებში პატივი მივაგოთ მათ, ვინც ახლა ჩვენთან არ არის, ვინც სიცოცხლე გაწირა ჩვენი ქვეყნის, სიმართლისა და თავისუფლებისთვის“, – განაცხადა  ზალუჟნიმ.

 

პრემიერ-მინისტრმა შმიგალმა თავის მიმართვაში ისაუბრა იმის შესახებ, რომ ჯარისკაცების წყალობით უკრაინელები შობის დღესასწაულებს თავისუფალ, დამოუკიდებელ, ერთიან უკრაინაში აღნიშნავენ.

 

“და სადაც არ უნდა ვიყოთ ამ საღამოს – წინა ხაზზე თუ უკანა მხარეს, სახლში თუ დროებით მოშორებით, მეგობრებთან თუ ძმებთან, საოჯახო სუფრასთან თუ ღამის ცვლაში – ერთად ვართ. ყველას ვუსურვებ, რომ სიკეთე და უკრაინელი ხალხის ურღვევი ერთიანობის სითბო იგრძნოს“, – განაცხადა მან.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები