spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო – პატრიარქს ვულოცავთ აღსაყდრების დღეს, მას მოღვაწეობა ურთულეს პერიოდში მოუხდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების დღეს ულოცავს.

 

“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღეს ზეიმობს. საქართველოს პატრიარქს მოღვაწეობა ურთულეს პერიოდში მოუხდა. მან განუზომელი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს აღსაყდრების დღეს XX-XXI საუკუნეების გამორჩეულ რელიგიურ ლიდერსა და საზოგადო მოღვაწეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია მეორეს. დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებთ მის უწმინდესობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მილოცვის ტექსტში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები