spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმება დაამტკიცა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დილით ადრე ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.

 

როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ლაშა აშუბამ განაცხადა, გადაწყვეტილებას “პარლამენტის” 25 წევრმა დაუჭირა მხარი.

 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია და მოსახლეობის ნაწილი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მის გაუქმებას ითხოვენ.

 

ამ მოთხოვნით ე.წ. პარლამენტის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში იმართებოდა საპროტესტო აქცია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები