spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ისინი რუსული სქემით მოქმედებენ და რუსულ საქმეს აკეთებენ, დღეს რუსული ოცნება კრემლის გზავნილებს აჟღერებს

“ქართულმა ოცნებამ“ და მისმა სატელიტებმა სიურრეალისტურ რუსულ ოცნებებს თავი დაანებონ, რადგან არჩევნების შემდეგ საქართველოს დემოკრატიული, ევროპული, კოალიციური ხელისუფლება ეყოლება, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა “ხალხის ძალის“ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი საუკეთესო დრო იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებისთვის.

 

“ეს არის რუსული პროპაგანდა, რასაც 11 წლის მანძილზე ვისმენთ და საინტერესო არ არის. ევროსაბჭოს რეზოლუციაზე აპელირებენ, რომლის შინაარსიც არ იციან. არ გამოვრიცხავ „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც ხელი შეუშალა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივებს, რუსული ნარატივის პედალირებისთვის ასეთი კომისია შექმნას. ისინი რუსული სქემით მოქმედებენ და რუსულ საქმეს აკეთებენ. დღეს რუსული ოცნება კრემლის გზავნილებს აჟღერებს.

 

რუსული ოცნების სატელიტების განცხადებას არ გავეცანი, რადგან ჩემთვის უინტერესოა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის გეგმა, რაც კოალიციას აქვს, რათა არჩევნებში ხალხის ნება აისახოს და ეს ხელისუფლება პროდასავლური ხელისუფლებით ჩანაცვლდეს. ამის რეალიზებას აუცილებლად უნდა მივაღწიოთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები