კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში ძლიერ ქარს მსხვერპლი მოჰყვა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი ქარმა რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა, რომელიც 79 წლის მამაკაცს დაეცა. ის სასწრაფო დახმარების მისვლამდე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.