კიევში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ქალი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო წერს.
მისი ინფორმაციით, მოხუცი ქალი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.
2 იანვრის დილით, რუსეთის ჯარებმა კიდევ ერთი მასიური შეტევა განახორციელეს კიევზე. დედაქალაქში რამდენიმე უბანში ნამსხვრევების ვარდნა დაფიქსირდა, გაითიშა ელექტროენერგია, შეწყდა წყალი, გაჩნდა ხანძარი.