ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
აეროპორტის მიმდებარედ ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.
მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.