spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლუკაშენკომ პრეზიდენტისთვის უვადო გარანტიების შესახებ კანონს მოაწერა ხელი

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პრეზიდენტისთვის უვადო გარანტიების შესახებ კანონს მოაწერა ხელი.

 

კანონი პრეზიდენტისთვის ახალ გარანტიებს ითვალისწინებს, მათ შორის მისი გადადგომის შემდეგაც.

 

გადამდგარი პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებისთვის. ასევე, საპრეზიდენტო თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, დოკუმენტის მიხედვით, ლუკაშენკო შეძლებს გახდეს სახალხო კრების დელეგატი და უვადო სენატორი. შემოსავლის წყაროს მიუხედავად, ცვლილებები ითვალისწინებს, რომ მას უვადოდ დაენიშნება ყოველთვიური, ხელფასის ოდენობის ანაზღაურება.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები