“ტვ პირველის“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, – ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 6 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული სიუჟეტის საფუძველზე, ტელეკომპანია “ტვ პირველის“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და ჟურნალისტების უფლებების დასაცავად, ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებს”, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფზე ბულაჩაურში, კერძო პარკინგზე, თავდასხმა სცადეს. დაცვის თანამშრომელი ცდილობდა, რომ ფიზიკურად გასწორებოდა “ტვ პირველის” ოპერატორს ნუკრი ქაფიაშვილს და დაეზიანებინა ტელევიზიის ტექნიკა.