spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-11 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი,  (10-11 იანვარს შესაძლებელია თოვლი აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც აღინიშნოს), ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

 

“დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე  შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

 

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები