ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 26 თებერვალს, 13:00 საათზე გაიმართება.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარეს მტკიცებულებები უნდა წარედგინა, თუმცა სხდომაზე მოხსნა საკითხი და გააუქმა მოწმეთა დაკითხვა.
“ბრალდების მხარემ მოცემულ საქმეზე დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ საკუთარი მტკიცებულებები მოხსნა, მათ შორის, უარი თქვა დასაკითხ პირთა სიაში მითითებულ პირებზე და ბრალდებულის პოზიციაც არის, რომ არ აძლევს ჩვენებას სასამართლოს”, – განაცხადა გრიგორიადისის ადვოკატმა სხდომის დასრულების შემდეგ.
21 წლის ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის 29 მარტს დააკავეს – შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.