spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კეკელიძის ქუჩაზე ოჯახი ბინიდან გამოასახლეს

კეკელიძის პირველ ნომერში საცხოვრებელი სახლიდან აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ხატიაშვილების ოჯახი გამოასახლა.

 

საქმე ეხება მარინა ხატიაშვილის ოჯახს, რომელსაც მევახშისგან გარკვეული თანხა ჰქონდა აღებული.

 

“გამომათრიეს, თავი დავარტყი. მე არ მახსოვს, როგორ გამომიყვანეს, სასწრაფო დახმარების მანქანაში მოვედი გონს. მე და ჩემი შვილი აქ ვართ, შვილიშვილი კი ბებიასთან წავიყვანეთ. არ ვიცი რა მოახერხეს, ვნახოთ, ჯერ ყველაფერი წინ არის, ვინ რა მოახერხა ამ ყველაფერზე შემდეგ ვისაუბროთ. მე ვიცი ერთი რამ, რომ ეს არის ჩვეულებრივი რეპრესიები. ასე ხდება რუსეთში და ბელარუსში”, – განაცხადა მარინა ხატიაშვილმა.

 

აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ აღნიშნული საქმე ბიუროში 2018 წელს შევიდა და გასახლების პროცედურა ამ დროის განმავლობაში ხუთჯერ გადავადდა. 

 

გამოსახლების პროცესი ხმაურის, დაპირისპირებისა  და იქ მყოფი მოქალაქეების დაკავების ფონზე მიმდინარეობდა. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 10-მდე ადამიანი, მათ შორის ირაკლი კაკაბაძე.

 

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, თბილისში, ერთდროულად სამ ოჯახს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება – 23, 24 და 26 იანვარს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ხატიაშვილების, კაკიაშვილებისა და ბალახაძეების ოჯახების გამოსახლება იგეგმება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები