spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დადიანის ქუჩაზე კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი გადაიდო

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება გადადო.

 

“აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, გადაიდოს დღევანდელი გამოსახლების პროცესი, რადგან ოჯახი სოციალურად დაუცველია, მათ ოჯახში ასევე ჰყავთ ორი არასრულწლოვანი და მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გადაიდო დღევანდელი პროცესი, ასევე ოჯახს მიეცა დამატებითი ვადა მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა პაატა შამუგიამ.

 

ცოტნე დადიანის ქუჩაზე ოჯახის მეზობლები და მხარდამჭერები იმყოფებიან. მათ ეზო ბარიკადებით ჰქონდათ შემოღობილი.

 

ომის ვეტერანი, სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედა აცხადებს, რომ გამოსახლების შემდეგ ღია ცის ქვეშ დარჩება. 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები