spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – ჩვენი ხმებით გავაერთიანოთ სამართლიანობის, მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2024 წლის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის მიმართ მოპყრობაზე ისაუბრა.

 

“დღეს ბატონი სააკაშვილი ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე დგას. მაშინ, როდესაც უსამართლოდ აპატიმრებენ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, თუ სიმართლეს ვიტყვით, ის დღეს ისჯება საქართველოს ოლიგარქიული ხელისუფლების მიერ დემოკრატიის დაცვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების გადაცემის ისტორიული პრეცედენტის შექმნისთვის. ის არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის სამიზნე არაერთხელ გახდა, როგორც ციხეში, ასევე სამედიცინო კლინიკაში ყოფნის დროს და სავარაუდოდ, მოწამლეს ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისას.

 

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მისი საქმე კრემლისადმი წინააღმდეგობისა და დემოკრატიისადმი ერთგულების შედეგია, რაც მას პუტინის პირად ტყვედ აქცევს. ამ გარემოებების გათვალისწინებით. მე ვეკითხები კომიტეტს – როგორ აღიქვამს მიხეილ სააკაშვილის საქმეს და რა ქმედებები შეიძლება განხორციელდეს სამართლიანობის დასამყარებლად და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. მოდით, ჩვენი ხმებით გავაერთიანოთ სამართლიანობის, მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცული იქნება ყოველგვარი კომპრომისის გარეშე”, – განაცხადა ბეჟაშვილმა. 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები