spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სარჯველაძე – 29 იანვრის შეხვედრასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან სამი კატეგორია იქნება

ცნობილია თემატიკა, რის ირგვლივაც გაიშლება მსჯელობა და იქ გამოჩნდება, რა იქნება ყველაზე ოპტიმალური ხერხი, მეთოდი ან ფორმატი, რომ, რაც შეიძლება ეფექტიანი იყოს მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ცხრაპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით 29 იანვარს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

“ალბათ, ბევრ ადამიანს, ვინც ქმნიდა არასწორ მოლოდინებს, რომ ხელისუფლება არ არის კონსტრუქციულად განწყობილი, ახლა უნდა ჰქონდეს უხერხულობის განცდა და თვლიდეს თავს ვალდებულად, საზოგადოებას უთხრას, რომ შეცდნენ, როდესაც ასეთ არასწორ ანონსებს აკეთებდნენ ამ პერიოდის განმავლობაში.

 

რაც შეეხება თვითონ 29 იანვრის შეხვედრასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, მე მეჩვენება, რომ სამი კატეგორია იქნება ოპოზიციის მხრიდან. ამაში ვგულისხმობ, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც შეიძლება, იყვნენ პრაქტიკულად გაიგივებული ოპოზიციასთან, მათი ფორმალური სტატუსის მიუხედავად. ოპოზიციის ერთი ნაწილი ალბათ, იქნება გულწრფელად მონდომებული. სამწუხაროდ, ჩემი ვარაუდით, ეს იქნება ყველაზე მცირე ნაწილი. იქნებიან ოპოზიციონერები, რომლებიც საერთოდ გამორიცხავენ მონაწილეობას და იქნებიან ოპოზიციონერები, რომლებისთვისაც იქნება მხოლოდ ერთადერთი მიზანი, რეალურად ხელი შეუშალონ, არ უგულშემატკივრონ ქვეყნის წინსვლას ამ მიმართულებით, ფორმალურად კი ისეთი შთაბეჭდილება შექმნან, თითქოს პოზიტიურ წვლილს შეიტანენ ამ პროცესში. ეს არის მთავარი მოლოდინი, რომელიც პირადად მე მაქვს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები