spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სომხეთმა აზერბაიჯანს თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმება შესთავაზა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანს თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმება შესთავაზა.

 

არმიის დღისადმი მიძღვნილ გამოსვლაში ფაშინიანმა აზერბაიჯანს შესთავაზა, ხელი მოაწერონ თავდაუსხმელობის პაქტს, თუ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესი გაჭიანურდება.

 

“ჩვენ შევთავაზეთ, რომ აზერბაიჯანს შემოეღო იარაღის ურთიერთკონტროლის მექანიზმი. ასევე შეთავაზებული იყო თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერა, თუ აღმოჩნდება, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდება”, – განაცხადა ფაშინიანმა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი მშვიდობის დღის წესრიგის ერთგულია და მისგან არ გადაუხვევს.

 

გასული წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში “ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ განაცხადა. რეგიონში აზერბაიჯანის არმიის ოპერაცია დაიწყო.

 

ამ ოპერაციის შედეგად, რომელიც ერთ დღეს გაგრძელდა, ბაქომ გამოაცხადა, რომ მიაღწია თავის მიზნებს რეგიონში და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის გამო 30-წლიანი კონფლიქტის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა.

 

2024 წლის 1 იანვრიდან “მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ” არსებობა ოფიციალურად შეწყვიტა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები