spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბაღდათში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა

იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მიწის მასა ჩამოიშალა, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მაშველები კიდევ ხუთ ადამიანს ეძებენ. მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა, ეძებენ არასრულწლოვნებსაც.

 

“ამ დროისთვის ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად ნანახია 4 ადამიანის ცხედარი, მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება”, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.

 

მისივე თქმით, მიწის დიდი მასაა მოწყვეტილი და დაახლოებით 70%-ია დარჩენილი ამ მასისგან გასასუფთავებელი ადგილი.

 

სტიქიის ზონაში მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე კინოლოგთა ჯგუფები. ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

 

მეწყერმა სოფელ ნერგეეთში 4 სახლი მოიყოლა, მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები