spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – ეს მთავრობაც იქნება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სამსახურის ქვეშ

ეს მთავრობაც იქნება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის  სამსახურის ქვეშ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული პრობლემების ფონზე, ახალი მთავრობა ამ პრობლემების მოგვარებას უნდა ცდილობდეს.

 

“იმ არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ფონზე, მაშინ როდესაც ახალი სამთავრობო პროგრამა ამ გამოწვევებს უნდა პასუხობდეს, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზე უნდა იყოს ორიენტირებული, ჩვენ ვხედავთ, რომ პროგრამა კვლავ იგივეა, შემადგენლობა იგივეა, რაც ბუნებრივია, აძლიერებს აზრს, რომ ეს მთავრობაც იქნება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის  სამსახურის ქვეშ”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

საქართველოს პარლამენტმა ახალ მთავრობას ნდობა დღეს უნდა გამოუცხადოს. თავდაპირველად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატები კითხვებს დასვამენ. იქნება სიტყვით გამოსვლები, როგორც კომიტეტების, ფრაქციების, ისე პოლიტიკური ჯგუფების ფარგლებში. ოპოზიცია სხდომას დაესწრება, თუმცა ცვლილებებს მხარს არ უჭერს. ახალ მთავრობას ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები