spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – თქვენი სამთავრობო პროგრამის მიზანია 0% სიღარიბე, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებაში დარჩენას 25 წელიწადი აპირებთ

თქვენი სამთავრობო  პროგრამის მიზანია 0% სიღარიბე, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ხელისუფლებაში დარჩენას 25 წელიწადი აპირებთ, – ასე მიმართა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს.

 

ბოკუჩავას თქმით, 25 წელიწადი ქართველი ხალხი ვერ აიტანს ივანიშვილის კლანურ გარემოცვას, როცა თავად უმუშევრობას ებრძვის.

 

“თქვენი სამთავრობო  პროგრამის მიზანია 0% სიღარიბე. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ხელისუფლებაში დარჩენას 25 წელიწადი აპირებთ. განა, მართლა სჯერა ივანიშვილს, ან თქვენ, რომ ქართველი ხალხი 25 წელიწადი აიტანს იმ გაუსაძლის პირობებს, სადაც ივანიშვილი, მისი კლანური გარემოცვა მდიდრდება კორუფციული გარიგებების ხარჯზე, ხალხი კი უმუშევრობას და უპერსპექტივობას ებრძვის”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები