აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს 2024 წლის პროგრამების ფარგლებში ფინანსდება:
პროგრამა „დევნილთა სოციალური უზრუნველყოფა“;
პროგრამა „დევნილთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა“;
პროგრამა „აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერა“;
პროგრამა „აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირება“;
პროგრამა „სოციალური სოლიდარობა“;
ქვეპროგრამა „ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის თანამონაწილეობა“;
ქვეპროგრამა „დევნილთა საცხოვრებლებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფა“;
ქვეპროგრამა „დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა“;
ქვეპროგრამა „აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარება“;
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა ან/და ფოტოიდენტურობის დადასტურება და შესაბამისი დასკვნის/ცნობების გაცემა;
პროგრამა „დევნილთა განსახლების ობიექტებში საერთო სარგებლობის ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის გადაცემის ხელშეწყობა“;
პროგრამა „იძულებით გადაადგილებულ პირთა იურიდიული მხარდაჭერა“;
პროგრამა „დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა მხარდაჭერის პროგრამა“;
პროგრამა „დევნილთა მომსახურების ცენტრები“;
პროგრამა „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მეწარმეთა სოციალური გაძლიერება“
დეტალურად იხილეთ ბმული: https://abkhazia.gov.ge/social-program/4/ge
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
ტელეფონი: (+995) 595 70 51 59; 231 32 06;
ელ;ფოსტა: idp@abkhazia.gov.ge; infoidp@abkhazia.gov.ge