უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ინიციატივები განიხილოს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა ინიციატივებს წარადგენენ.
“ანტიკორუფციული მიმართულებით გვექნება ინიციატივა საგამოძიებო ფუნქციის აღჭურვასთან დაკავშირებით, მათ შორის პროკურატურის ფუნქციის გათვალისწინებაც ანტიკორუფციული ბიუროს სისტემაში. ასევე სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაშიც ისევე როგორც, პერსონალური დაცვის მონაცემების კუთხით გვექნება კონკრეტული ინიციატივები. უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ეს ინიციატივები განიხილონ”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.