spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჯარისკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამ ყოფილ სამხედროს – მიხეილ დოიჯაშვილის, რამაზ გოგიძეს და ზურაბ ვაშაგაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

 

მათ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედებათ ბრალად.

 

გამოძიების ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე კაპრალი ირაკლი აფრიამაშვილი, 11 იანვარს, მისმა კოლეგებმა სასტიკად სცემს და სამხედრო ნაწილში, არაფორმალური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებული შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მოგვიანებით იგი ჩამომხრჩვალი იპოვეს.

 

ამ ვერსიას არ ენდობა გარდაცვლილის ოჯახი, ჯარისკაცის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი ცემით მოკლეს, კვალის დაფარვის მიზნით კი პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები