spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მერკელი – ალექსეი ნავალნი რუსეთის რეპრესიული სახელმწიფო ძალის მსხვერპლი გახდა

ალექსეი ნავალნი რუსეთის რეპრესიული სახელმწიფო ძალის მსხვერპლი გახდა, – ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

 

“საშინელებაა, რომ მამაცი, უშიშარი ხმა, რომელიც იცავდა თავის ქვეყანას, საშინელი მეთოდების გამოყენებით გააჩუმეს. ჩემი ფიქრები მის მეუღლესთან, მის შვილებთან, მის მეგობრებთან და თანამშრომლებთან არის“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

 

გერმანიის ყოფილი კანცლერი თანამდებობაზე ყოფნის დროს ალექსეი ნავალნის აქტიურად უჭერდა მხარს. მერკელმა ნავალნი საავადმყოფოში მოინახულა, როდესაც რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით, „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

 

47 წლის ოპოზიციონერი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა დღეს გაავრცელა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები