spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ილია დარჩიაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს შეხვდა

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით დარჩიაშვილი ევროპის მოკავშირეთა უმაღლეს მთავარსარდალს და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ ქრისტოფერ კავოლის შეხვდა.

 

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები.

 

“ხაზი გაესვა საქართველოს მიმართ ამერიკის მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას.

 

ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. აღინიშნა შავი ზღვის რეგიონის გაზრდილი მნიშვნელობა, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური  მიმართულებით.

 

ასევე, აღინიშნა აშშ-ის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული  მთლიანობის და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების  მიმართ ურყევი მხარდაჭერა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები