spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – სალომე ზურაბიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე და მიხეილ სააკაშვილი გამოუშვას ციხიდან

სალომე ზურაბიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე და მიხეილ სააკაშვილი არჩევნების წინ გამოუშვას ციხიდან, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ევროპული სტანდარტის ქვეყნებს პოლიტპატიმრები არ ჰყავთ.

 

“ჩვენ მივესალმებით კოალიციურ მმართველობას, თანამშრომლობას კოალიციურ ველზე, თუმცა როდესაც სალომე ზურაბიშვილი საუბრობს კოალიციაზე, ევროპული ტიპის მმართველობაზე, მას პირველ რიგში უნდა გაახსენდეს, რომ პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ ევროპული ტიპის დემოკრატიებში, არ არსებობს პოლიტიკური დევნა.

 

ყოფილი პრეზიდენტები არ არიან შეთითხნილი ბრალდებით ციხეში, ამიტომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, ევროპულ მომავალზე და მთავარი ოპოზიციონერი არჩევნების წინ გამოუშვას ციხიდან. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, მათ შორის, კოალიციური მმართველობისთვის და დემოკრატიული, ევროპული ტიპის მმართველობისთვის“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები