spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბოტკოველი – მათი განცხადებები ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ რამენაირად ქვეყნის დემოკრატიული პროცესი ჩაქრეს

ძალიან კარგად იციან, რომ ქვეყნის დემოკრატიული პროცესები თუ გვინდა რომ წარიმართოს ისე, როგორც ნორმალურ ევროპულ ქვეყანაშია, მაშინ თავისუფალი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

 

მისი თქმით, სააკაშვილის თავისუფლება “ქართული ოცნების” კორუფციას დაამარცხებს. 

 

“ძალიან კარგად იციან, რომ ქვეყნის დემოკრატიული პროცესები თუ გვინდა, რომ წარიმართოს ისე, როგორც ნორმალურ ევროპულ ქვეყანაშია, მაშინ თავისუფალი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი. 

 

მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება მათ გამდიდრებას და ყოველდღიურ კორუფციულ ჭაობში ყოფნას უკვე ვეღარ შეუწყობს ხელს, ამიტომ, მათი განცხადებები ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ რამენაირად ქვეყნის დემოკრატიული პროცესი ჩაქრეს და მათ გააგრძელონ ოლიგარქიული მმართველობა”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები