spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – პარლამენტის მუშაობა შეიძლება დახასიათდეს, როგორც არა ქვეყნის, არამედ ერთი პარტიის ინტერესებზე მორგებული ორგანო

ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტების 90% განუხილველია. ამიტომ, პარლამენტის მუშაობა შეიძლება დახასიათდეს, როგორც არაეფექტიანი და არა ქვეყნის ინტერესებზე, არამედ ერთი პარტიის ინტერესებზე მორგებული ორგანო, – ამის შესახებ Front News-თან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, პარლამენტი მხოლოდ კანონების მიმღები კი არა,  მთავრობის მაკონტროლებელი ორგანოც უნდა იყოს, როგორც ეს სხვა დემოკრატიულ ქვეყნებშია.

 

“პარლამენტის ფუნქცია არის არა მარტო კანონების წერა, არამედ მას აქვს მაკონტროლებელი და საზედამხედველო როლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და ასევე ყველა იმ სფეროზე, რომელიც პარლამენტს ექვემდებარება. 

 

ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყნებში პარლამენტის მუშაობის 70% არის კონტროლი და 30% კი კანონების შემოღება. 

 

ეს ჩვენ ვართ ახლად ჩამოყალიბებული სახელმწიფო და გვიწევს უამრავი კანონის მიღება, რაც ევროპაში 100 წლის წინ მიიღეს.

 

პარლამენტის საკონტროლო როლი არის ნული, იმიტომ  რომ, ვერ უბედავს პარლამენტი მთავრობას ზედამხედველობას, ვინაიდან, მთავრობა აქეთ კარნახობს პარლამენტს თუ რა უნდა გაკეთდეს და ეს არის არაფორმალური მმართველობის მახინჯი ბუნება. აქედან გამომდინარე, ფეხებზე იკიდებს მთავრობა პარლამენტის მოთხოვნას. 

 

რატომ არ პასუხობენ მინისტრები ზოგიერთ შეკითხვას? იმიტომ, რომ ამ პასუხში გამოჩნდება მათი ცუდი მუშაობა ან გამოჩნდება დანაშაული და კორუფცია.

 

ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტების 90% განუხილველია. ამიტომ, პარლამენტის მუშაობა შეიძლება დახასიათდეს, როგორც არაეფექტიანი და არა ქვეყნის ინტერესებზე, არამედ ერთი პარტიის ინტერესებზე მორგებული ორგანო”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები