spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – ისეთი ტექსტი ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ წარმოუდგენელია რაიმე ცვლილებისა და რეფორმისთვის იყოს მზად

დღეს ისეთი ტექსტი ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარეს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, რომ წარმოუდგენელია რაიმე ცვლილებისა და რეფორმისთვის იყოს მზად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ახლა ვართ ვითარებაში, როდესაც არა თუ სასამართლოს რეფორმები, არამედ  მთლიანად სისტემური რეფორმაა საჭირო. 

 

“დღეს ისეთი ტექსტი ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარეს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, რომ წარმოუდგენელია რაიმე ცვლილებისა და რეფორმისთვის იყოს მზად.

 

ის თვლის, რომ ყველაზე სამართლიანი სასამართლო გვაქვს სამყაროში და ეს ასე არ არის, ვიცით. 

 

ახლა ვართ ვითარებაში, როდესაც არა თუ სასამართლოს რეფორმირება გვიშველის, არამედ მთლიანად სისტემის რეფორმაა საჭირო დაწყებული არჩევნებიდან, გაგრძელებული სასამართლო სისტემით და დამთავრებული თვითმმართველობის გაძლიერებით. ამიტომ, კომპლექსური საკითხია, მაგრამ სასამართლო, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფუძემდებლური საკითხია ამ პროცესში”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები