spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამის მკვლელობაში ბრალდებულ 25 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

ადვოკატი მის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მისი შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

 

ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და მას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

 

მისივე თქმით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

 

მკვლელობა გლდანში 23 თებერვალს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა მამას დანით მიაყენა ჭრილობა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები