გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისთავთან, ახალგაზრდა მამაკაცი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცი ლიანდაგებზე არაფხიზელ მდგომარეობაში გადადიოდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.