spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ანტიკორუფციული კანონი, რომელიც ივანიშვილის პარტიამ შემოიტანა, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ცხრა რეკომენდაცია არ შესრულდება

ანტიკორუფციული კანონი, რომელიც ივანიშვილის პარტიამ შემოიტანა, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ევროკავშირის ცხრა რეკომენდაცია არ შესრულდება, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ანტიკორუფციულ უწყებასთან ინსტიტუციური დამოკიდებულებაა მნიშვნელოვანი.

 

“ანტიკორუფციული კანონი, რომელიც ივანიშვილის პარტიამ შემოიტანა კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ევროკავშირის არც ცხრა რეკომენდაცია შესრულდება და ბუნებრივია, არც ამის ფარგლებში გაძლიერდება ანტიკორუფციული ბიურო.

 

მნიშვნელოვანია ინსტიტუციური დამოუკიდებლობა ამ უწყების, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და კონკრეტული შეთავაზებები, რომელსაც მათ შორის პრეზიდენტ ზურაბიშვილს გავაცნობთ წერილობითი ფორმით”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

მიმდინარე წლის განმავლობაში, ანტიკორუფციული ბიურო საქართველოს მთავრობის წევრების, პარლამენტის დეპუტატების, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოსა და მთავრობის წევრების ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებას გეგმავს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები