spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის ელჩს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდა.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული კეთილმეზობლური ურთიერთობები და ხალხთა შორის მეგობრობა. 

 

ირაკლი ჩიქოვანმა სომეხ დიპლომატთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

 

ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქვეყნებს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობას. 

 

შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მესროპ ნაზარიანი დაესწრო.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები