spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – პრეზიდენტ ზურაბიშვილს ევროპისკენ მიმავალ ქართველ ხალხს შეუძლია აჩვენოს, რომ ის ევროპას უსმენს

ივანიშვილი მოსკოვს უსმენს, ხოლო პრეზიდენტ ზურაბიშვილს ევროპისკენ მიმავალ ქართველ ხალხს შეუძლია აჩვენოს, რომ ის ევროპას უსმენს და ისტორიული უსამართლობა სააკაშვილის გათავისუფლებით დაასრულოს, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ევროპარლამენტის მოწოდებაში პრეზიდენტი ზურაბიშვილის მიმართ აღნიშნულია, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მნიშვნელოვანია პოლიტიკური დეპოლარიზაციისთვის. 

 

“პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი კვლავ ევროპული პოლიტიკის ფოკუსშია. გუშინ ევროპარლამენტმა მიიღო ანგარიში, რომელიც ხაზს უსვამს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მნიშვნელობას და პირდაპირ მოუწოდებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების საკონსტიტუციო ბერკეტი და შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი.  

 

ევროპარლამენტის მოწოდებაში პრეზიდენტი ზურაბიშვილის მიმართ აღნიშნულია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება მნიშვნელოვანია პოლიტიკური დეპოლარიზაციისთვის, რაც თავისთავად აუცილებელი წინაპირობაა ევროინტეგრაციის გზაზე და 9 დათქმის ინტეგრალური ნაწილია. ანგარიშს, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მომზადებულია მხარს უჭერს 300-მდე ევროპარლამენტარი, ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან იქნება ეს ევროპის სახალხო პარტია თუ ევროპული სოციალისტები. ევროპის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიმართვა პრეზიდენტ ზურაბიშვილზე პირველი არაა. 

 

ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დგება მომენტები, რომელიც მოითხოვს ყოველგვარი პოლიტიკური თუ პიროვნული განსხვავების ნიველირებას ერთი საერთო, ეროვნული მიზნის ინტერესით. ასეთი მომენტია საქართველოსთვის ახლა, როცა გაჩნდა ისტორიული, უნიკალური შესაძლებლობა ევროინტეგრაციის გზაზე და ამ გზაზე გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის სწორედ საქართველოს პრეზიდენტს. მჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, რომ ეს სიტყვა ევროპული იყოს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

 

ევროპარლამენტმა ორი ახალი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტებში მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის მიმდინარე ოკუპაცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და დაფიქსირებულია დადებითი დამოკიდებულება საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ. ასევე, რეზოლუციაში, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მოთხოვნით, შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები