spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაგო ხვიჩია – LGBT პროპაგანდის შედეგად, მე ვერ დავიჯერებ, რომ ქართველ ხალხს რამე დაემართება

ჩემი წარმოდგენით, ქართველ ხალხს LGBT პროპაგანდის მსხვერპლობა მაინც არ ემუქრება, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

 

ხვიჩია აცხადებს, რომ მის გუნდს პარლამენტში შეტანილი აქვს კანონი LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ, რასაც “ოცნება” მხარს არ უჭერს.

 

“ჩვენ შემოტანილი გვაქვს კანონი LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ და “ქოცები” არ გვიჭერენ მხარს, რითაც სიტყვა გენდერის, ანტიდისკრიმინაციული კანონის ბოდვა მუხლების და ა.შ. უაზრობების გაუქმება გვაქვს მოთხოვნილი, რომელსაც არანაირი შინაარსი არ გააჩნია.

 

ჩემი წარმოდგენით, ქართველ ხალხს ამის მიუხედავად LGBT პროპაგანდის მსხვერპლობა მაინც არ ემუქრება. ჩვენ ოდითგანვე მტერმა ვერაფერი გვიქნა სხვა გზებით, გვესეოდნენ, გვაოხრებდნენ, ათასგვარ საცდურს გვთავაზობდნენ, მაგრამ ვერ დაგვამარცხეს და ახლა LGBT პროპაგანდის შედეგად, მე ვერ დავიჯერებ, რომ ქართველ ხალხს რამე დაემართება”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

 

ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი მავნე შედეგებისგან დაცვის მიზნით, საპარლამენტო უმრავლესობა ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წარსადგენად ემზადება. პარლამენტში კონსულტაციები იწყება. კანონპროექტი ორი კვირის ვადაში დაინიცირდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები